დღეს, 3 ივლისს, "ახალ გალერეაში" გაიხსნება საზაფხულო გამოფენა, სახელწოდებით "არმაზი, მზესუმზირა, ზულფიზარი და კაბა".
ექსპოზიციაზე თანამედროვე მხატვრების: ოლეგ ტიმჩენკოს, მერაბ აბრამიშვილის, ზაზა ბერძენიშვილის, გელა მანჯავიძის, ირაკლი ფარჯიანის, გოგი ჩაგელიშვილის და დავით სულაკაურის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.
გამოფენა "ახალ გალერეაში" 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.