"სახალხო კრება" განცხადებას ავრცელებს. მათი განცხადებით, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხელისუფლება ყოველდღიურად ამძიმებს ისედაც კრიტიკულ წინასაარჩევნო გარემოს და სულ უფრო მეტად აძლიერებს ზეწოლას განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე.
"ხელისუფლების სადამსჯელო ღონისძიებები საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქომაგსაც" შეეხო, რომელიც პოლიტიკურად რეპრესირებული მოქალაქეების დახმარებას ახორციელებს. პირველი შეტევის შემდეგ, როდესაც არსებულმა რეჟიმმა დაყადაღა საქველმოქმედო ანგარიშები, ფონდმა ალტერნატიული სამართლებრივი გზა მონახა და გააგრძელა უსამართლოდ დაპატიმრებული მოქალაქეების დახმარება, რასაც მოჰყვა ტერორის კიდევ უფრი გაძლიერება სააკაშვილის ხელისუფლების მიერ", - აღნიშნულია განცხადებაში.
მათი განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ, "პერმანენტულად დაიწყო, ვითომდა მოწმეების სტატუსით, იმ მოქალაქეების დაბარება, ვინც მიმართა ფონდს დახმარებისთვის და არნახული ზეწოლა განახორციელა მათზე დაშინების გზით".
"სახალხო კრება" გმობს ყოველგვარ ძალადობას და აცხადებს, რომ ფონდ "ქომაგის" მიმართ განხორცილებეული ყველა შეტევა არსებული ხელისუფლების პოლიტიკის გაგრძელებაა, რომ ყველა მეთოდით აღკვეთოს ქვეყანაში განსხვავებული აზრი და აიძულოს მოქალაქეები, მონურად ემორჩილებოდნენ მას", - აღნიშნულია განცხადებაში.