პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი ახალი მთავრობის წევრებთან ერთად, ხვალ, პარლამენტის სამივე ფრაქციის წევრებს შეხვდება.
როგორც ჟურნალისტებს ფრაქცია „ერთობა სამართლიაბისთვის" წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განუცხადა, მერაბიშვილი, მინისტრობის კანდიდატებთან ერთად ხვალ მათი ფრაქციის გარდა შეხვდებიან „ნაციონალური მოძრაობისა" და „ქრისტიან-დემოკრატების,, წარმომადგენლებს.
მისი განცხადებით, „ერთობა სამართლიაბისთვის,, წევრებს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ძალიან ბევრი შეკითხვა ექნებათ.
„პირველ რიგში, დავინტერესდებით თუ რას ნიშნავს 1000-ლარიანი ვაუჩერი და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 4-მილიარდი ლარი. გვაინტერესებს რატომ 4 და არა ვთქვათ, რვა? ასევე დავინტერესდებით, რატომ მოაფიქრდათ დასაქმების უწყების შექმნა" - განაცხადა მან.
არსებული ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილისა და მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრა დღის მეორე ნახევარში გაიმართება, მანამდე კი, ბიუროს რიგგარეშე სხდომაა დანიშნული, სადაც მთავრობისა და მისი პროგრამის წარდგენა მოხდება.