თუშეთის მთებში თოვლი მოვიდა. დათოვლილია თუშეთში გადასასვლელი უღელტეხილი, თუმცა ორხიდიანი მანქანებისთვის მოძრაობა თავისუფალია.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის თუშეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ტელმან იჭირაულმა განუცხადა, თოვლს ადგილობრივებისთვის პრობლემები არ შეუქმნია.
წელს თუშეთთან დამაკავშირებელი გზა მაისის შუა რიცხვებში გაიხსნა. დიდთოვლობის გამო სამანქანო გზა ოქტომბერში იკეტება ხოლმე.