რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2009 წელს რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარებისა და რეაბილიტაციისთვის 66 მილიონი ლარი დახარჯა, საიდანაც 6-ზე მეტი მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი დაფინანსდა.
სამინისტროს ინფორმაციით, 16 მილიონ 252 ათას 220 ლარი სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციას მოხმარდა. 15 მლნ. 234 ათას 453 ლარი დაიხარჯა ქვეყნის მასშტაბით გზების რეაბილიტაციისთვის. 5 მლნ. 963 ათას 121 ლარი დაიხარჯა სკოლისა და ბაღების რეაბილიტაციისთვის, ხოლო 1 მლნ. 932 ათას 682 ლარია დახარჯული გასულ წელს საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციისთვის. სარწყავი სისტემების რეაბილიტაციას 2009 წელს 223 977 ლარი მოხმარდა.
რეგიონების მიხედვით, რეგიონალური ინფრასტრუქტურის პროეტქებისათვის ყველაზე დიდი თანხა იმერეთში დაიხარჯა. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთში განხორციელებულმა საინვესტიციო პროექტებმა 14 730 000 ლარი შეადგინა. მნიშვნელოვანი თანხა დაიხარჯა ასევე სამეგრელო-ზემოსვანეთში სხვადასხვა სახელმწიფო სიანვესტიციო პროექტის დაფინანსებისთვის. ოფიციალური მონაცემებით, რეგიონში სახელმწიფომ 10 მილიონი ლარის სახელმწიფო საინვესტიციო პროექტები განახორციელა.