კახეთის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რთველის მიმდინარეობის პროცესზე ინფორმაციას რაჭის მოსახლეობისგან იღებს. ამ წუთებში სააკაშვილი ამროლაურის რაიონში იმყოფება.
სოფელ ჩორჯოში პრეზიდენტი რატიანების ოჯახს ესტუმრა, პრეზიდენტი მოსახლეობისაგან რთველის მიმდინარეობაზე ინფორმაციას მიიღებს და ანგარიშს სოფლის მეურნეობის მინისტრისაგან ჩაიბარებს.
სოფელში შემოსავლის მთავარი წყარო მევენახეობაა. ადგილობრივი მოსახლეობა წლევანდელი რთველით კმაყოფილია.
რაჭაში 478 ტონა ალექსანდრული და მუჯურეთული ჯიშის ყურძენია აღებული, რომლებიც ქარხნებმა გლეხებისთვის მისაღებ ფასში ჩაიბარეს. წინა წლებთან შედარებით, რაჭაში რთველი წელს ადრე დასრულდა.