რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2009 წელს რეგიონებში განხორციელებული პროექტებისთვის 106 მილიონი ლარი დახარჯა. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, რეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და რეაბილიტაციის პროექტისთვის გასულ წელს 66 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც რეგიონებში დაფინანსებული პროექტების 62 პროცენტია.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2009 წელს 20 მილიონი ლარია დახარჯული, რაც რეგიონში განხორციელებული პროექტების 19 პროცენტია.
რეგიონებში სკოლების აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტიც განმხორციელდა. მის ფარგლებშიც ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარის გამოყოფა მოხდა, რაც რეგიონებში განხორციელებული პროექტების 19 პროცცენტია.