11 ივლისის ჩათვლით „სმარტში" თევზის კვირეული მიმდინარეობს. „სმარტის" ერთგულ მომხმარებელს პეტრე-პავლობის მარხვის ბოლო პერიოდში 15-მდე სახეობის თევზის შეძენა ყველაზე დაბალ ფასად შეეძლებათ.
"სმარტი" ყოველთვის ცდილობს ერთგული მომხმარებელი ხელსაყრელი შეთავაზებებით გაანებივროს. ვფიქრობთ, პეტრე-პავლობის მარხვის ბოლო პერიოდისათვის 15 სახეობის თევზზე ყველაზე დაბალი ფასი მიმზიდველი შეთავაზებაა. ორაგულის, სკუმბრიას, პანგასიუსის, სტავრიდას, ტილაპიას, ხეკისა და ყვითელკუდა „ტუნეცის" 5 ლარი და 20 თეთრიდან შეძენა მხოლოდ „სმარტში" იქნება შესაძლებელი„, - აცხადებენ „სმარტში".
„სმარტი" გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. დღესდღეობით „სმარტს" დაახლოებით 15 ექსკლუზიური კონტრაქტი აქვს ევროპელ მომწოდებლებთან. ვისოლ ჯგუფმა „სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის" სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, ახალციხეში, მარნეულში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.