"აირზენამ" მოსკოვის მიმართულებით რეისებზე სტუდენტებისათვის და საპენსიო ასაკის პირებისთვის 30 %-იანი ფასდაკლება აამოქმედა. კომპანიის ინფორმაციით, საზაფხულო არდადეგებთან დაკავშირებით მოსკოვის ფრენებზე 30 პროცენტიანი ფასდაკლება ამოქმედდა. თბილისი-მოსკოვი-თბილისისა და ბათუმი-მოსკოვის-ბათუმის მიმართულებით 27 წლამდე ახალგაზრდები და 60 წლის ზევით მოქალაქეები ბილეთს 30 პროცენტიანი შეღავათით მიიღებენ. "აღნიშნული ბილეთების შეძენა შესაძლებელია ყველა იმ სააგენტოში, სადაც აირზენას ბილეთები იყიდება. აქცია ძალაშია ნოემბრის თვემდე"- აცხადებენ 'აირზენაში".
შეგახსენებთ, რომ "აირზენა" თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენებს ყოველდღიურად, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში 3-ჯერ ახორციელებს.