2009 წლის სეზონზე აჭარაში სულ 2000 ტონამდე თხილის მოსავალი მოვიდა. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სეზონის დასაწყისში 1 კგ თხილის შესასყიდი ფასი 1,2 ლარს შეადგენდა, ხოლო ოქტომბრის ბოლოს "გულშიშველას~ შესასყიდი ფასი 3 ლარს, "მეგრულასა~ და "ბერძნულასი~ _ 3,4 ლარს.
სეზონის განმავლობაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში მოქმედებდა თხილის შემსყიდველი პუნქტები. აჭარის ტერიტორიაზე შესყიდული თხილის გადამუშავება ძირითადად ზუგდიდში განხორციელდა.