"ქართული ოცნება" მომდევნო აქციას 15 ივლისს გორში გამართავს. როგორც მცხეთაში გამართულ აქციაზე კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, "ქართული ოცნება" შემოდგომამდე ქვეყანას ერთ მუჭად შევკრავს და არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს
"ჩვენ გორში შევხვდებით ერთმანეთს. ჩვენ ყველგან მივალთ, ყველა სოფელში და ყველა კუთხეში. შემოდგომამდე ქვეყანას ერთ მუჭად შევკრავთ და არჩევნებში აუცილებლად
გავიმარჯვებთ", - განაცხადა ივანიშვილმა დღეს, მცხეთაში გამართულ აქციაზე.
ქართულმა ოცნებამ" აქციები უკვე გამართა თბილისში, ქუთაისში, ოზურგეთში და მცხეთაში.