დუშეთის რაიონის სოფელ არაგვისპირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ორ ადამიანს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რუსეთის 2 მოქალაქე დაშავდა.
დაზარალებულები დუშეთის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს დუშეთის საავადმყოფოს მენეჯერმა მედეა პატაშურმა განუცხადა, დაშავებულებს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებათ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.