,,ქართული ოცნების" ლიდერი თვლის, რომ ხელისუფლებამ უწესობას სისტემური ხასიათი მისცა და ტრადიციების მოყვარე ქართველ ხალხს დაუპირისპირდა, თუმცა ამ ბრძოლაში თავადვე მარცხდება.
,,უღირსობას ღირსებას დავუპირისპირებთ და გპირდებით თითოეული მოქალაქის ღირსებას დავიცავთ. აი ამ ღირებულებებით, კულტურისა და ტრადიციის ხალხს დაუპირისპირდა ეს ხელისუფლება და მისი დამარცხება მოინდომა, მაგრამ ამ ბრძოლაში თვითონ მარცხდება", - განაცხადა ივანიშვილმა მცხეთაში სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ ,,ქართული ოცნება" ქვეყანაში გამეფებულ უწესრიგობას ბოლოს მოუღებს.
,,მე პირდაპირობა მიყვარს და არ ვამბობ, რომ ჩვენას ხელისუფლებაში ყველა უწესო, ან ურიგო ადამიანია, მაგრამ არც ფაქტების შელამაზება მჩვევია. ყველამ ვიცით, რომ უწესრიგობა არც მანმადე გვაკლდა, მაგრამ ამ ხელისუფლებამ მას სისიტემური სახე მისცა ამასთან შეგუება უკვე დანაშაულია. ჩვენ ბოლოს მოვუღებთ უწესრიგობას, ამის გარეშე ქართული ოცნება არ ასრულდება", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა მცხეთაში სიტყვით გამოსვლისას.
მასალის გამოყენების პირობები