ქართული ოცნება" დაამკვიდრებს თვითმმართველობას, - განაცხადა მცხეთაში მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, ნებისმიერ სოფელსა თუ ქალაქს თავად მოქალაქეები უნდა წარმართავდენ.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი გუნდის ხელისუფლებაში მსვლის შემთხვევაში, მოსახლეობა თვითმმართველობის სიკეთეს ძალიან მალე იგრძნობენ.
"ჩვენი მოქალაქეები თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას საკუთარ ქალაქებსა თუ სოფლებში, თავად მიიღებენ ბიუჯეტს და თავადვე იქნებიან მისი განმკარგველი. კანონით იქნება განსაზღვრული ცენტრიდან რა თანხა გადაეცემა ნებისმიერ რეგიონს. აღარასდროს იქნება დამოკიდებული მათი გადაცემა რომელიმე ჩინოვნიკის ნება-სურვილზე. თვითმმართველობის სიკეთეს ყველანი ძალიან მალე იგრძნობთ" - აღნიშნა ივანიშვილმა.