დღეს, 2 ივლისს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის გ. ნიკოლაძის სახელობის მცირე დარბაზში გაიმართება საჯარო განხილვა. განხილვის თემაა "ზოგიერთი გაუშუქებელი აქტუალური საკითხი ხალგამოცემულ "საქართველოს ისტორიის" ოთხტომეულში".
სარედაქციო კოლეგიის წევრი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე - "საქართველოს ისტორიის" ოთხტომეულის გამოცემის მიზნები და ამოცანები".
სიტყვით გამოვლენ მეცნიერები: გ კვაშილავა - "ძვ. წ. XX-XV საუკუნეების კრეტული წერილობითი ძეგლებით დადასტურებული ქართველური ცივილიზაციის არსებობა სამხრეთ კავკასიაში, შავი და ეგეოსის ზღვების არეალში"; რ. გვეტაძე - "იბერიული ცივილიზაციისა და ადრექრისტიანული მატერიალური კულტურის თარიღიანი წერილობითი ძეგლები და ქართული ასომთავრული სისტემა; რ. რამიშვილი - "ზოგიერთი მოსაზრება "საქართველოს ისტორიის" ოთხტომეულტან დაკავშირებით".
გარდა ამისა, გაიმართება ჟურნალ "ქართველოლოგიის" 2012 წლის მე-2 ნომრის პრეზენტაცია. ნ. მახარაძე წაიკითხავს მოხსენებას თემაზე - "A-ხაზოვანი წარწერების ამოკითხვა და პეტრე იბერის კულტურული მემკვიდრეობის შეფასება".
როგორც კოლხურ-იბერიული ეთნოკულტურის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, "აია-კოლხეთის" დამფუძნებლები აცხადებენ, საქართველოს ხელისუფალთა კონცეფცია იმის თაობაზე, რომ "ქართველები უძველესი ევროპელები არიან~ (აკად. თ. გამყრელიძე) _ დამტკიცდა არქეოლოგიური წერილობითი ძეგლებით.