"სამოქალაქო სოლიდარობის კამპანია" სოლიდარობას უცხადებს პატიმრებს, უერთდება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნებს და დღეს, 2 ივლისს, 17:00 საათზე მართავს აქციას ქსნის ციხესთან.
"რამდენიმე დღის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ #15 დაწესებულების მსჯავრდებულებმა საქართველოს სახალხო დამცველს კოლექტიური განცხადებით მიმართეს. განცხადებას, რომელსაც დაახლოებით 700-მდე მსჯავრდებული აწერს ხელს, საუბარი იყო მათ მიმართ დროის სხვადასხვა მონაკვეთში განხორციელებულ ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხოფაზე. მსჯავრდებულებმა საიას ადვოკატებთან საუბრისას დაასტურეს კოლექტიურ განცხადებაში მითითებული ფაქტები და შვიდმა მათგანმა განაცხადა თანხმობა გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით", - ნათქვამია "სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.