"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი 14 ივლისს ჩარგალში ვაჟაობას დაესწრება, - ამის შესახებ ივანიშვილმა მცხეთაში, "ქართული ოცნების" აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ის დუშეთსა და თიანეთშიც ჩავა და ყველას გასაჭირს გაიზიარებს.
"საქართველო ჩემი სამშობლოა და ამას ვერავინ ამიკრძალავს. თუ დროზე არ ვუპატრონეთ, შეიძლება ჩვენი სამშობლო ხელიდან გამოგვეცალოს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.