ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში ცეცხლი ტყის მასივზე გავრცელდა და უკვე დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მაკასტრედან, კორტეს დე პალლადან, იატოვადან და მონრტოიდან 700-ზე მეტი ოჯახია ევაკუირებული. სტიქიას 20 ვერტმფრენი და ასობით მეხანძრე ებრძვის.
ოფიციალური ცნობით, ცეცხლი არასწორად დამონტაჟებულმა მზის პანელებმა გამოიწვია.