ხელისუფლებას ისევ საკუთარ ხალხზე ძალადობის გაძლიერება უნდა, თუმცა, როგორი გადაადგილებაც არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, მაინც არაფერი გამოუვათ, - განაცხადა "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სტეფანწმინდაში სტუმრობისას.
მისი თქმით, ხელისუფლებას პოლიციის გამკაცრება სურს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ხელისუფლების უგუნურებას და იმას, რომ მათ ანალიზის უნარი და სწორი გზა დაკარგეს.
"როგორიც სურთ, ისეთი გადაადგილებები გააკეთონ, არაფერი არ გამოვა, მათ დარჩათ რამდენიმე თვე და ჩვენ მათ ყველას გავისტუმრებთ. სადაც უნდათ იქ დადგნენ და დასხდნენ. ვპირდები საქართველოს მოსახლეობას, ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება მოვა", - დასძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 1-ელ ივლისს წარადგინა.