უმრავლესობის წარმომადგენელი გიგი წერეთელი მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებებს არ გამორიცხავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში უმრავლესობის წარმომადგენელი აცხადებს "მთავრობაში გარკვეული ცვლილებები ალბათ იქნება."
"გარკვეული ცვლილებები ალბათ იქნება. Uუპირველეს ყოვლისა მთავრობაში ცვლილებები იმის გამო იქნება, რომ შეიქმნა დასაქმების საკითხში სახელმწიფო მინისტრის პოსტი და მთავრობაში ეს ახალი მიმართულება იქნება', - განაცხადა გიგი წერეთელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ უმუშევრობის მოსაგვარებლად დასაქმების მინისტრის პოსტის შემოღება წინ გადადგმული ნაბიჯია.
"დასაქმების თვალსაზრისით, ეს ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა რაც უფრო მეტი ხელშეწყობა ექნებათ ადამიანებს და საზოგადოებას იმისათვის, რომ სამუშაო ადგილები მოიპოვონ", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში წერეთელმა.