საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით ,,ყველა დამპყრობელი დროებითია და საქართველო არის მარადიული", _ აღნიშნულის შესახებ სააკაშვილმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიალზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო დიდი გამოწვევის წინაშე დგას.
,,საქართველო დიდი გამოწვევების წინაშეა. ჩვენი ტერიტორიის ნაწილი ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს დამპყრობელს, მაგრამ ყველა დამპყრობელი ჩვენი გამოცდილებით არის დროებითი და საქართველო არის მარადიული. მაგრამ მარადიული საქართველოს იდეას სჭირდება დაცვა ამ მარადიულობის შემადგენელი ყველა თაობის მიერ. ამიტომ ის რასაც თქვენ ემსახურებით, რასაც ჩვენ ყველანი ვემსახურებით არის ჩვენი სამშობლოს გადარჩენა, გამაგრება და გაძლიერება", _ განაცხადა მიხელ სააკაშვილმა.