5 ივლისს, 19:45 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენაზე სპექტაკლის - "გაუმარჯოს ბუშონს" პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი 6 ივლისსაც იქნება წარმოდგენილი.
ჟან დელის და ჟერალდ სიბლეირასის კომედია ერთ მოქმედებად თარგმნეს მალხაზ ასლამაზიშვილმა და ალექსანდრე ბრაილოვსკიმ. რეჟისორი - იოსებ ბაკურაძე.
მონაწილეობენ მსახიობები: ზუკა პაპუაშვილი, ქეთი სვანიძე, გაგი სვანიძე და ნიკა ქაცარიძე.