ჟენევაში გამართული სირიის კონფლიქტის დარეგულირების მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სირიას სჭირდება გარდამავალი ხელისუფლება, რომელშიც შევლენ კონფლიქტის მხარეები - ხელისუფლებისა და ამბოხებულების წარრმომადგენლები.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ პრეზიდეტი ბაშარ ასადი ხელისუფლებაში არ უდა დარჩეს.
კოფი ანანის მიერ წარმოდგენილ დარეგულირების გეგმაში თავიდანვე აღნიშნული იყო, რომ ახალ ხელისუფლებაში არ უნდა ყოფილიყვნენ წარმოდგენილნი ის პირები, რომელთა მთავრობაში ყოფნა მოახდენდა გარდამავალი ხელისუფლების დისკრედიტაციას და საფრთხის ქვეშ დააყენებდა დარეგულირების პროცესის პოზიტიურ განვითარებას.
თუმცა რუსეთმა და ჩინეთმა აღნიშნული პუნქტი მიიჩნიეს მიზანმიმართულად - ასადის ხელისუფლებიდან მოშორების გაგმად.
კონფერენციის შემდეგ რუსეთის საგრეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საბოლო დოკუმენტი არ მოითხოვს მოლაპარაკებებისა და შემდგომი პროცესიდან რომელიმე კონკრეტული პირის გათიშვას.
მან ასევე აღნიშნა, რომ მიღებული დოკუმენტის მიხედვით კონფერენციის ყველა მონაწილე ვალდებულია გამოიყენოს საკუთარი გავლენა, რათა არ მოხდეს კონფლიქტის შემდგომი მილიტარიზაცია.
მიღებული დოკუმენტის მიხედვით სირიაში მუშაობა უნდა გააგრძელოს გაეროს დამკვირებელთა მისიამ და "წითელმა ჯვრამა".
კონფერენციის მონაწილე ქვეყნები შეთანხმდენ, რომ ისინი მუშაობას გააგრძელებენ მუდმივმოქმედი ჯგუფებში და მომავალ კვირას, ქაიროში, წარმოადგენენ სირიის დარეგულირების დეტალურ გეგმას.
ასევე, არ გამოირიცხება სირიის წინააღმდეგ საქციების გამკაცრება.
ამ ფონზე სირიაში შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ პარასკევს 180 ადამიანი იქნა მოკლული.