ფინანსთა სამინისტრო 2009 წელს საბაჟო უწყებაში გატარებული რეფორმებით კმაყოფილია. მთავრობა 2010 წელს ბიზნეს კიდევ ახალ რეფორმებს პირდება, რაც ფინანსთა მინისტრის, კახა ბაიდურაშვილის აზრით ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთობებს კიდევ უფრო გააიოლებს.
"2009 წელს განხორციელებული რეფორმები საკმაოდ წარმატებული იყო. საბაჟოზე პროცედურები გამარტივდა და შესაბამისად შემცირდა კონტროლი. დეკლარაციების 80% უკვე ელექტონული ვერსიით შემოდის, რაც ბიზნესისათვის დროის დაზოგვის გარდა ფინანსურ დანაზოგებსაც გულისხმობს. ბიზნეს ყველა ინსტრუმენტი აქვს იმისათვის, რომ საგადასახადო სამსახურებთან უკვე ოფისებიდან იურთიერთონ.
რეფორმები ადმინისტრირების გამარტივების კუთხით2010 წელსაც გაგრძელდება, თუმცა მანამდე ბიზნეს მოვუსმენთ თუ სად ჭირდება მათ დახმარება და ამის შემდეგ თებერვალში უკვე კონსულტაციებსაც დავიწყებთ"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა.
"ბიზნეს ასოციაციის" პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე საგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განმარტავს, რომ ბიზნესმენების შენიშვნები ფინანსთა სამინისტროს უახლოეს ხანებში წარედგინება..
"გატარებული რეფომები საკმაოდ წარმატებული იყო, თუმცა ამ პროცესს გაერკვეული ხარვეზებიც სდევდა. პროცედურები ბიზნესთან მიმართებაში მარტივდება, თუმცა სამომავლოდ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ბიზნეს ასოციაცია ფინანსთა სამინისტროსთან შეხვედრას ვგეგმავთ და ჩვენს შეხედულებებსა და რეკომენდაციებს სამინისტროს აუცილებლად გავაცნობთ. გასარკვევი საკითხები ძალიან ბევრია და ეს ყველაფერი ჩამოყალიბების პროცესშია, ვნახოთ როგორ გაითვალისწინებს ფინანსთა სამინისტროს ჩვენს მოსაზრებებს"- განუცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ.