დღეს, 1-ელ ივლისს პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" მცხეთაში მასობრივ მშვიდობიანი აქციას გამართავს.
როგორც კოალიციაში აცხადებენ, ისინი მოითხოვენ, რომ დაგეგმილი მასობრივი მშვიდობიანი ღონისძიების ჩატარების დროს სათანადო განმასხვავებელი ნიშნებით აღჭურვილი პოლიციის თანამშრომლებმა აქციის ორგანიზატორებთან თანამშრომლობით უზრუნველყონ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, მოქალაქეების უსაფრთხოება, ტრანსპორტის მოძრაობისა და პარკირების ადეკვატური რეგულირება.
"შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზატორების მიერ ღონისძიების ადგილის და დროის შესახებ გაფრთხილების შეტანა ადგილობრივ და სახელმწიფო ორგანოებს ავალდებულებს, მიიღონ განსაკუთრებული ზომები მოქალაქეთა უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად", - აცხადებენ ქართულ ოცნებაში".
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" მცხეთაშიდაგეგმილ აქციაში მონაწილეობისთვის რეგიონის ათასობით მხარდამჭერს ელის.