დღეს, 1-ელ ივლისს დაიანა სპენსერს 52 წელი შეუსრულდებოდა. დაიანა სპენსერი 1961 წლის 1-ელ ივლისს სანდრიგემში, ნორფოლკში დაიბადა.
ის იყო პრინც ჩარლზის პირველი ცოლი. იგი ცნობილია როგორც პრინცესა დაიანა, ლედი დაიანა ან ლედი დი.
დაიანა გრაფ სპენსერის ქალიშვილი და სპენსერ-ჩერჩილების ოჯახის წარმომადგენელი იყო, საიდანაც ჰერცოგი მელბურნი და უინსტონ ჩერჩილი იყვნენ.
დაიანამ პრინცი ჩარლზი საქველმოქმედო საღამოზე გაიცნო, 1981 წელს კი ცოლად გაჰყვა. ერთი წლის თავზე პირველი ვაჟი უფლისწული უილიამი შეეძინათ, 1983 წელს კი მეორე ვაჟი ჰარი დაიბადა.
პრინცესა დაიანა 1997 წლის 31 აგვისტოს, ტრაგიკულად, ავტოკატასტროფის დროს პარიზში დაიღუპა.