საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებას ითხოვს და საქართველოში ალტერნატიული შეჯიბრებების გამართვის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ განცხადება მალაშხიამ დღეს პარლამენტში, ტერიტორიული მთლიანობის ადღგენის კომისიისა და საგარეო ურთიერთობათა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.
როგორც მალაშხიამ განაცხადა, ერთი მხრივ, უნდა იყოს მოწოდება, რომ აგრესორის ქვეყანაში არ გაიმართოს ოლიმპიადა და ამის ამის პარალალეურად, ოლიმპიელებს გარკვეული შეჯიბრებების ჩატარება მსხვერპლმა ქვეყანამ უნდა შესთავაზოს.
მალაშხია იმასაც აღნიშნავს, რომ ეს ვერ იქნება სრულფასოვანი ოლიმპიადა, მაგრამ
მისი განცხადებით, შესაძლებელია, იყოს "მსხვერპლის კეთილი ნების თამაშები", რისთვისაც ქვეყანაში საგანგებო ფონდიც კი შეიქმნება.
ეს იდეა განუხორციელებლად მიიჩნია სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელს დავით ნამგალაურს. მისი განცხადებით, ქვეყანაში ელემენტარული ინფსრასტრუქტურის შექმნას მილიარდები სჭირდება.
მისი თქმით, საქართველოს რეალურად მხოლოდ სათხილამურო სახეობების მასპინძლობა შეუძლია.
ამ მოსაზრებას საპარლამენტო უმრავლესობაშიც იზიარებენ. ამის დასტურად უმრავლსობის წევრმა კობა ხაბაზმა 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიადის ალტერნატივად ამერიკაში, "სიეტლი თამაშები" გაიხსენა და ხაზი გაუსვა, რომ მაშინ ამ გადაწყვეტილებამ ვერ გაამართლა.