მიმდინარე წლიდან რეგიონებში ახალი საავადმყოფოების მშენებლობა და ძველის რეაბილტაცია დაიწყება.
"წელს ვნახავთ რეგიონებში ახალი საავადმყოფოების მშენებლობებს და ძველის რეაბილიტაციის ბუმს" - განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა.
მისივე განმარტებით, საავადმყოფოებს მენეჯმენტის გაუმჯობესების მიზნით სადაზღვევო კომპანიები ააშენებენ და ისინი ძირითადად 15, 20 და 25 პაციენტზე იქნება გათვლილი.
"მომავალ წელს კი როგორც ცნობილია საავადმყოფოებში ახალი სტანდარტები დაინერგება, რაც სამედიცინო დაწესებულებებს მომსახურების ხარისხოს გაუმჯობესებას ავალდებულებს" - განმარტა გილაურმა.