დღეს, 30 ივნისს, 22:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია "საბერძნეთი - ევროპული იდენტობა - საქართველო" დაიხურება. კონფერენცია დაიხურება დეფილეთი - "ანტიკური მოდების სამყარო" - მინოსური კრეტადან გვიანანტიკურობამდე.
კონფერენცია 27 ივნისს გაიხსნა და საბერძნეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 20 წლისთავისა და თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დაარსებიდან 15 წლისთავისადმი მიძღვნილი დღეების ფარგლებში ჩატარდა.