რამდენიმე თვეში საქართველოში რეფორმირებული საბაჟო სტრუქტურა ჩამოყალიბდება. ამის შესახებ მთავრობის დღვანდელ სხდომაზე პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, საბაჟო სისტემის რეფორმირება ინვესტორებს მუშაობას გაუადვილებს.
"მარტივდება საბაჟო პროცედურები. კერძოდ, რამდენიმე დოკუმენტაცია, რომელიც შესაბამისი პროცესის გავლის დროს იყო საჭირო უქმდება", _ განაცხადა გილაურმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განმარტა, რომ უქმდება საბაჟო პროცედურისთვის აქამდე საჭირო ტვირთის აწონვის, ფიტოსანიტარული, ვეტერინალური საბუთების წარმოდგენა და არაგაბარიტული ტვირთის კონტროლი.
"რჩება მხოლოდ ერთი - აღრიცხვის მოწმობის გამოწერა" - განაცხადა ბაინდურაშვილმა და ისიც განმარტა, რომ თუ ახალი წესების შემოღებამდე საბაჟო პროცედურას 15-20 წუთი სჭირდებოდა ეს დრო 2-3 წუთამდე შემცირდება.