ხვალ, 30 ივნისს, 21:00 საათიდან 00:00 საათამდე თიბისი ბანკის ახალი თამაში გაიმართება.
თიბისი ბანკმა ანაბრების ახალი კამპანია დაიწყო. ამ კამპანიის ფარგლებში ყველა მეანაბრე, ვინც 1-ლი მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით გახსნა ვადიან ანაბარი თიბისი ბანკში, ჩაერთვება სახალისო თამაშში და მიიღებს შანსს, მოიგოს $10 000, ამასთან +1% სარგებელი ანაბარზე. თამაში სამეტაპიანია. თუ მეანაბრე უშეცდომოდ გადალახავს თამაშის სამივე ეტაპს, მიიღებს $10 000 მოგების შანსს და +1% სარგებელს, ხოლო ერთი შეცდომის შემთხვევაში 0.5% სარგებელს.
იმისათვის, რომ მეანაბრე თამაშში ჩაერთოს, მას უნდა ჰქონდეს გახსნილი მინიმუმ 500 ლარის, დოლარის, ევროს ან ფუნტის ოდენობის ანაბარი თიბისი ბანკში. თამაში ტრადიციულად მიმდინარეობს ვებგვერდზე www.tbcdeposits.ge. მეანაბრეს ანაბრის გახსნისთანავე გადაეცემა უნიკალური კოდი, რომლითაც ის შევა ვებგვერდზე და ითამაშებს.
თამაშის ისტორია საინტერესოდ ვითარდება. თავგადასავალში შემოდიან ახალი პერსონაჟები, რომელთა ვინაობის შესახებ საზოგადოება სულ მალე შეიტყობს.
თამაში გაიმართება 30 ივნისს 21:00 საათიდან 00:00 საათამდე. მეანაბრეები, რომლებიც თამაშის სამივე ეტაპს უშეცდომოდ გადალახავენ, მოხვდებიან ლოტოტრონში, რომელიც გამოავლენს ერთ გამარჯვებულს და მას თიბისი ბანკისგან საჩუქრად $10 000 დოლარი გადაცემა. გათამაშება შედგება ივლისში, მეანაბრეებისთვის გამართულ სპეციალურ წვეულებაზე. თამაშის პრინციპია დაკვირვებულობა და ლოგიკური აზროვნება. მეანაბრეებს შეუძლიათ თამაშში მეგობრები და ოჯახის წევრები დაიხმარონ.