ზაფხულის ოლიმპიადის წინ ლონდონში სასტუმრო ნომრების ღირებულება 25 %-ით გაიაფდა. დღეისათვის ლონდონში ერთი სტანდარტული ნომრის ღირებულება 160 ფუნტი ანუ 200 ევრო ღირს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წელს ლონდონის სასტუმრო ნომრების ღირებულება შარშანდელთან შედარებით 75 %-ითაა გაძვირებული. მიუხედავად ამ ფასების,ა ლონდონში შესაძლებელია 74-დოლარიანი სასტუმრო ნომრის პოვნაც.
ფასების დაწევას ანალიტიკოსები ახალი სასტუმროების გახსნას უკავშირებენ, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საკმაოდ მრავლად გაიხსნა. ლონდონში სასტუმროს ნომრების ფასის კლებას უკავშირებენ იმასაც, რომ ტუროპერატორებმა ოლიმპადის პერიოდში ლონდონში ჩამსვლელ ტურისტებს ღამის გათევა სხვა ქალაქებშიც შესთავაზეს, შესაბამისი პირობებით.