აშშ-ი მისურის შტატის ორმა მცხოვრებმა სატვირთო მანქანა გაიტაცეს, რომლის საბარგულშიც 2000 თაგვი იყო, რომლებიც სამედიცინო დანიშნულებისთვის იყო განკუთვნილი. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სატვირთო მანქანის მძღოლმა ავტომობილი ერთ-ერთი სასტუმროს წინ პარკინგზე დააყენა და თავად სასაუზმოდ წავიდა. იმისათვის, რომ საბარგულში თაგვებისათვის საჭირო ტემპერატურა შენარჩუნებულიყო, მძღოლს სატვირთო მანქანის ძრავი არ გამოურთავს. სწორედ ამით ისარგებლებს ნარკომანმა გამტაცებლებმა და სატვირთო მანქანა, 2000 თაგვთან ერთად გაიტაცეს.
საბედნიეროდ ავტომანქანა თანამედროვე "ჯიპიარეს" სისტემებით იყო აღჭურვილი და სამართალდამცავებმა მისი პოვნა 20 წუთში მოახერხეს, გამტაცებლები კი დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ თაგვების ღირებულება 10 ათას დოლარს აჭარბებდა.