საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება პირველი ხელისუფლებაა, რომელსაც სტრატეგია აქვს. ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე უმცირესობასა და უმრავლესობას შორის გამართული დებატებისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნა ისეთ მდგომარეობაში დაბრუნებას არ აპირებს სადაც ყურადღებას არავინ არავის აქცევდა.
,,ის რაც გაკეთდა ჯერ კიდევ არ არის საკმარისი. ხელისუფლების მთავარ ამოცანად დასაქმების პრობლემის გადაჭრა რჩება, ხოლო რაც ამისთვის კეთდება, მოსახლეობამ უნდა შეაფასოს. ხელისუფლება ორიენტირებულია დასაქმებაზე, სოფლის მეურნეობისა და იმ პროგრამების განხორციელებაზე, რომლებიც ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს,, - განაცხადა მელიქიშვილმა და ქვეყანაში "ვარდების რევოლუციამდე" არსებული ვითარებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, მაშინ სახელმწიფო ბიუჯეტი 850 მილიონ ლარს შეადგენდადა პენსია 14 ლარი იყო.
,,ხელისუფლება ქვეყნის ასეთ მდგომარეობაში დაბრუნებას არ აპირებს. არ მივბრუნდებით იქ, სადაც ყურადღებას არავინ არავის აქცევდა" -- დასძინა დეპუტატმა.