კომპანია „კარტლის აგროტექსმა" დაწვიმებითი სარწყავი სისტემების მონტაჟი ლაგოდეხსა და ყვარელშიც დაიწყო. როგორც კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, ამ დროისთვის მსოფლიო ბრენდ „ჯეინის" მრავალფეროვანი, თანამედროვე ტექნოლოგიური სარწყავი სისტემებით უკვე სარგებლობს ათეულობით ფერმერი მარნეულში, ბოლნისში, დმანისში, ქარელში, გორში, წალკის, ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძის, წყალტუბოს და სხვა მუნიციპალიტეტებში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მცირე მოცულობით სარწყავი სისტემების მონტაჟზე მოთხოვნა წლეულს მკვეთრად გაიზარდა და ფერმერებში სარწყავი სისტემების ასეთი პოპულარობა მისი დამონტაჟების დაბალმა ფასმა და მიღებულმა დიდმა მოსავალმა განაპირობა. „კარტლის აგროტექსი" ერთადერთი კომპანიაა ბაზარზე, რომელიც სარწყავი სისტემების დამონტაჟებასა და პროექტის შექმნამდე, ძირეულად იკვლევს მცენარის წყლის მოთხოვნილებას. ასევე ითვალისწინებს ადგილმდებარეობის კლიმატური პირობების სტატისტიკურ მონაცემებს და მიწის სტრუქტურას, რაც საბოლოო ჯამში სარწყავი სისტემის სწორი და ეკონომიური პროექტის შექმნას განაპირობებს.
'საქართველოში ჩვენ ერთადერთი კომპანია ვართ, რომელიც პროექტის შექმნამდე ძირეულად იკვლევს მთელ რიგ ფაქტორებს. სარწყავი სისტემის პროექტის შექმნა და მონტაჟი ისეთ რეჟიმში ხდება, რომ წყლის მოხმარება პრაქტიკულად უდანაკარგოდ, დოზირებულად ხორციელდება და სრულად აკმაყოფილებს მცენარის მოთხოვნას. ამიტომაც, ჩვენ მიერ დაგეგმილი და დამინტაჟებული მცირე მოცულობითი სარწყავი სისტემები მაღალი მოსავლის გარანტიაა და ფერმერისთვის ძალიან მომგებიანია,"-აცხადებს „კარტლის აგროტექსის" დირექტორი დავით მალაზონია.
"კარტლის აგროტექსი" მომხმარებელს დაწვიმებითი და წვეთოვანი მორწყვის სისტემების მრავალფეროვნებას სთავაზობს, მათ შორის სარწყავ კოჭებსა და ეგრედ წოდებულ „პივოტებს", რომლებიც დიდი ფართობის ტერიტორიების მოსარწყავად მეტად მოსახერხებელია. კომპონია წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე ამ მექანიზმების მსოფლიო ბრენდებს - ვლამონტი (აშშ) და მარანი-ირიგაციონე (იტალია). სარწყავი სისტემების ღირებულება იმდენად ეკონომიურია, რომ მისი დანახარჯების დაფარვა შესაძლებელია პირველსავე წელს ამ სისტემით მოწეული ნამეტი პროდუქციის ხარჯეზე.
"საშუალოდ დაწვიმებით სარწყავი სისტემა კვადრატულ მეტრზე 15-30 თეთრი ჯდება. პროექტის სიიაფეს ბევრად განსაზღვრავს მისი სწორი დიზაინი რასაც ახორციელებენ „კარტლის აგროტექსის" სპეციალისტები. მაგრამ ეს არ ხდება ხარისხის ხარჯზე. პირიქით, ჩვენ როგორც კომპანია „ჯეინის" წარმომადგენლები, ვიყენებთ მხოლოდ და მხოლოდ მაღალხარისხიან პროდუქციას, რომელიც მზადდება „ჯეინის" საწარმოებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში"-აცხადებს დავით მალაზონია.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებისა, „კომპანია აგროტექსის" სპეციალისტები ნერგავენ სარწყავი სისტემების ინოვაციურ მოდელებს მოსარწყავი კულტურისა და რელიეფური მდებარეობის მიხედვით. მაგალითად ერთ-ერთ მეურნეობაში სარწყავი სისტემის მონტაჟისას კომპანიის სპეციალისტებმა, თვით კომპანია ჯეინის პრაქტიკაშიც პირველად დაგეგმეს და განახორციელეს პროექტი, რომელიც გამოიყენება მაღალი ტანის მცენარეების (მაგ. სიმინდი) დაწვიმებით მორწყვისათვის.