"ქართული ოცნების" ადვოკატებმა 20 ივნისს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტში ივანიშვილისთვის მოქალაქეობის უკანონოდ ჩამორთმევასთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანეს, _ აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან ივანიშვილის ადვოკატთა ჯგუფის წარმომადგენელმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.
,, სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, თუმცა უკანონო. ჩვენ არაერთგზის გვითქვამს, რომ სასამართლო ხელისუფლებისთვის ყველაზე მოწყვლადი რგოლია, ამიტომ ველოდი ამ გადაწყვეტილებას და მარტო ქართული მართლმსაჯულების იმედად არ დავრჩით და 20 ივნისს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანთა უფლებათა კომიტეტში საჩივარი იქნა შეტანილი მოქალაქეობის უკანონოდ ჩამორთმევასთან დაკავშირებით", _ განაცხადა კბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელი მოქალაქეობის მინიჭების შესახებ არ დააკმაყოფილა.