აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერთმანეთს პეტერბურგში შეხვდებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, მათი საუბრის მთავარი თემა სირიაში შექმნილი სიტუაცია იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის სირიაში შექმნილი კრიზისიდან გამოსავლის გზის ძიების საკითხში კვლავინდებურად უთანხმოებები რჩება.
აშშ -ს მიაჩნია, რომ ბაშარ ასადი უნდა გადადგეს, მოსკოვი კი ამის წინააღმდეგია. ამასთან ერთად ცნობილია, რომ მოლაპარაკებებზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანი რუსეთის მიერ სირიის პრეზიდენტისათვის იარაღის მიწოდების საკითხს დააყენებს.