ლარის კურსის გაუფასურებასა და დოლარის გამყარებაში ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. როგორც მინისტრმა განაცხადა, "ამ პროცესს ლარის კურსის გაუფასურებას ვერ დავარქმევდი, ეს უფრო დოლარის კურსის გამყარება".
ფინანსთა მინისტრი მიიჩნევს, რომ დოლარის კურსის პროგნოზირება რთულია და შესაძლოა მისმა კურსმა ისევ დაბლა დაიწყოს სვლა.
"2 კვირაა რაც დოლარმა გამყარება დაიწყო, რაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის დაწევას იწვევს. თუმცა ნავთობის ფასის დაცემა საწვავის ფასის კლებაზე უახლოეს ხანებში აისახება. ე.წ გამყარება არის არაუმეტეს 3 % ისა. დოლარის კურსი განაგრძობს სვლას გამყარებისკენ, თუმცა ეს არის საკმაოდ არამდგრადი და არასტაბილური. ვერავინ ვერ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ მალე ის უკან არ დაიწევს და პირიქით გაუფასურებას არ დაიწყებს. საგანგაშო არაფერია ეს უფრო ფსიქოლოგიური ბარიერია. თუმცა თუ მატემატიკურად შევხედავთ მხოლოდ 3 % იან გაუფასურებას აქვს აქდგილი"- აცხადებს კახა ბაინდურაშვილი