აშშ დარწმუნებულია, რომ სირიაში ძალადობის მაჩვენებლის ზრდა ეს იმის ნიშანია, რომ პრეზიდენტი ბაშარ ასადი ქვეყანაზე კონტროლს კარგავს. განცხადება ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა გააკეთა
მისივე თქმით, ქვეყნის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ყველა პირობას ქმნის იმისათვის, რომ ხელისუფლება დაკარგოს, ზრდის რა თავისი ქვეყნის მოქალაქეების წინაღმდეგ მიმართულ ძალადობას.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ ვაშინგტონი გმობს ყველანაირ ძალადობას ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს იგი.