ბიძინა ივანიშვილის ადვოკატთა ჯგუფის წარმომადგენლები, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას  უზენაესს სასამართლოში გაასაჩივრებენ. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" აღნიშნა,  რომ გასაჩივრება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში უნდა მოხდეს. 
,,ბუნებრივია, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. გასაჩივრება უნდა მოხდეს გადაწყვეტილებიც ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთა" შალვა თადუმაძემ. 
შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელი საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.