სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატთა ჯგუფის წარმომადგენელი შალვა თადუმაძე. O
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში თადუმაძემ აღნიშნა, დღევანდელი სასამართლო ხელისუფლების დავალებებს ასრულებს.
"ეს იყო სასამართლოს მიერ მიღებული სამარცხვინო გადაწყვეტილება, სადაც ცალსახად გამოჩნდა, რომ სასამართლო ხელისუფლების უკანონო დაკვეთას ასრულებს და ორიენტირებულია სააკაშვილის ბრძანებების შესრულებასადა არა კანონზე", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში შალვა თადუმაძემ.
შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელი საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.