დაღესტანში ადგილობრივი მეჩეთის იმამი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელევბს, მათი ინფორმაციით, ბუინაკის რაიონის სოფელ კარამახის მეჩეთში რამდენიმე უცნობი ნიღბიანი პირი შევარდა და იმამი მაგომედკამილ გამზატოვი და მასთან ერთან კიდევ ერთი ადამიანი დახვრიტა.
მას შემდეგ, რაც ბანდიტებმა იმამი დახვრიტეს მათ მეჩეთს ცეცხლი მოუკიდეს და მიიმალნენ.
ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ხანძარი თავიანთი ძალებით ჩააქრეს.
ამჟამად შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. მიმდინარეობს მოკვლევა.