სირიის პრეზდენტი ბაშარ ასადი აცხადებს, რომ იგი მისი ქვეუნის საშინაო საქმეებში ნებისნიერი ჩარევის წინააღმდეგია. ეს განცხადება მან ირანული ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერციუში გააკეთა. ამას გარდა ბაშარ ასადი ასევე აცხადებს, რომ სირიამ თავად უნდა გადაწყვიტოს თავისი საქმე და თავისი შიდა პრობლემები, ხოლო "ქვეყნის მოსახლეობის დაცვა", _ ასადის თქმით, ეს "ხელისუფლების ვალდებულებაა".
შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს ჟენევაში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება, რომლებშიც ევროკავშირისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას და რომელზეც მთავარი განსახილველი საკითხი სირიაში შექმნილი მდგომარეობა იქნება.