29 ივნისიდან 1-ელ ივლისამდე ბაქოში ყოველწლიური, რიგით 23-ე, ფორუმი Crans Montana იმართება. ფორუმის ფარგლებში განხილული იქნება მრავალი თემა, რომელიც აქტუალურია თანამედროვე გლობალური მსოფლიოსთვის.
დღეს ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრში განხილული იქნება თემა "გადაწყვეტილებები ცვალებად მსოფლიოში. როგორ მსოფლიოს როგორი ენერგია?".
ღონისძიება იხსნება პლენარული სესიით თემაზე "მე მომწონს", რომელიც მიეძღვნება გლობალიზაციის ეპოქაში კაცობრიობის წინაშე არსებულ პრობლემებს.
დისკუსიის თემა იქნება სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა და სახელმწიფო მართვის ხარისხის ამაღლება. იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, მაკედონიის პრეზიდენტის გიორგი ივანოვის, ჩერნოგორიის პრეზიდენტის ფილიპ ვულიანოვიჩის, რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტის იონ ილიასკუს და სხვების გამოსვლა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.
ფორუმის ფარგლებში განხილული იქნება ასევე ენერგეტიკული, ტურიზმის, საბანკო და სხვა საკითხები.
დაგეგმილია სპეციალური პლენარული სესიის გამართვა, რომელიც ქალთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებს მიეძღვნება. ამ მიმართულებას პლენარულ სესიაზე აზერბაიჯანის პირველი ლედი გაუძღვება.