დღეს, 29 ივნისს, NASDAQ OMX Armenia -ს ორგანიზებით, ქართულ-სომხური ფინანსური ბაზრების ფორუმი გაიმართება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და სომხეთის ბაზრის მარეგულირებელი (საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ბანკები), ფინანსური ბირჟების, კომერცილუ ბანკებისა და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.