დღეს, 29 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასს ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, საქველმოქმედო ფონდი "საქართველოს კარიტასი", კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია აწყობს პროექტის "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები: საზოგადოების განუყოფელი და პატივსაცემი ჯგუფი" პრეზენტაციას.
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აქტიურად მოღვაწეობს საქართველოში 2000 წლიდან. ორგანიზაცია მუშაობს საქართველოს ყველაზე ღარიბი და დაუცველი სოციალური ჯგუფების საკეთილდღეოდ გადაუდებელი დახმარებისა და განვითარების სფეროში, მიუხედავად მათი ეროვნებისა, აღმსარებლობის თუ სოციალური მდგომარეობისა.