დღეს, 29 ივნისს, NDI წინასაარჩევნოდ არსებული ვითარების შესახებ დაკვირვების თავდაპირველ შედეგებს წარმოადგენს. როგორც ჟურნალისტებთან აშშ-ში NDI-ის ხელმძღვანელმა ტენეტ ვოლეკმა განაცხადა, საქართველოში NDI-ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების ჩამოსვლა ივლისში იგეგმება.
"თბილისი მარიოტში წინასაარჩევნო პროცესზე დაკვირვების საწყის შედეგებს წარვადგენთ. გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების ჩამოსვლა კი ივლისში იგეგმება", - განაცხადა ჟურნალისტებთან ვოლეკმა.