დღეს, 29 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" ევროსტატის ორგანიზებით 20 ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურების ხელმძღვანელთა შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოს სტატისტიკის სისტემის ევროკავშირის სტრუქტურებთან დაახლოებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონის ქვეყნებში არსებული სტატისტიკური საქმიანობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობას.
სტატისტიკის ეროვნული სისტემა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ნაწილია. იგი წარმოადგენს ერთ-ერთი მოთხოვნას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.