დღეს, 29 ივნისს, 19:00 საათზე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში სოსო (სევარიონ) ნადირაძის საქველმოქმედო საღამო გაიმართება (ალექსიძის 1, კორ. 4).
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, პოეტ სევარიონ ნადირაძეს ექიმებმა დაუსვეს მძიმე დიაგნოზი: კორონარული არტერიების დაავადება. დაძაბვის სტენოკარდია, მესამე ფუნქციური კლასი. მას სასწარაფოდ ესაჭიროება შუნტირება. თანხის მოძიება კი ძალიან გართულდა.
"საქველმოქმედო საღამო-აქციის ჩატარების ამ ინიციატივით ჩვენ ვფიქრობთ, თავი მოვუყაროთ გარკვეულ ფულად სახსრებს, რომ შევძლოთ სოსო ნადირაძის დახმარება. საქველმოქმედო საღამოზე გაიყიდება სევარიონ სოსო ნადირაძის ახალი მინირომანი "ფქვილდსაფქვილ სიარული", - აცხადებენ ისინი.
TBC-ბანკში უკვე გახსნილია სევარიონ ნადირაძის პირადი ანგარიშის ნომრები ლარებსა, ევროებსა და დოლარებში, რომელზეც როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს შეუძლიათ ჩარიცხონ თავიანთი შემოწირულობანი. ამავე ანგარიშზე ჩაირიცხება საქველმოქმედო საღამოზე შეგროვებული თანხაც. 1. ლარებში: საბანკო კოდი TBCBGE 22, ანგარიშსწორების ანგარიში -GE77 TB70 0000 0365 1257 02, სევარიონ ნადირაძე; 2. FOR EUR TRANSFER, GE42 TB70 0000 0366, 1290 21, SEVARION NADIRADZE; 3. FOR USD TRANSFER, GE69 TB70 0000 0366 1290 20, SEVARION NADIRADZE.