საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ევროპის სახალხო ყრილობას დაესწრო. სამიტის მუშაობაში ორმოცამდე ქვეყნის ლიდერი, ევროკავშირის და საერთშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობითი დელეგაციები მონაწილეობდნენ.
სახალხო პარტიის ყრილობას მიხეილ სააკაშვილი ვილფრიდ მარტენსის პირადი მოწვევით დაესწრო. ბელგიაში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს მაღალი რანგის წარმომადგენლებთნ გამართა შეხვედრები.